☛ მენიუ

  • სპეც. შეთავაზება
  • ვიდეო მარკეტინგი
  • საიტის დამზადება
  • ონლაინ მაღაზიის დამზადება
  • სახელმწიფო შესყიდვები
  • მეწარმე ქალებისთვის
  • კონტაქტი

ხშირად დასმული კითხვები

ზოგადი კითხვები ვებსაიტის შესახებ

თქვენგან მხოლოდ ზარის მოთხოვნაა საჭირო. ჩვენი კონსულტანტი დაგიკავშრდებათ და დაიწყება ყველა საჭირო პროცესი.

შეავსეთ ყველა აუცილებელი ველი

შეიყვანეთ თქვენი სახელი
ტელეფონის ნომერი აუცილებელია

მარტივი საიტის დამზადებას, როგორც წესი ყოფნის მაქსიმუმ 10 სამუშაო დღე. რაც უფრო რთულდება საიტის ფუნქციონალი მით უფრო იზრდება მისი დამზადების დროც.

საიტის დამზადების ზუსტი დრო დამოკიდებულია ისევ და ისევ ფუნქციონალზე. იმაზე თუ რამდენად ხართ თქვენ მზად ყოველდღიურ რეჟიმში ითანამშრომლოთ ჩვენთან.

ვებ-საიტის შექმნის საჭიროა თქვენგან მუდმივი ფიდბექები. ასევე, ყველა საჭირო ინფორმაცია რაც აუცილებლია დამკვეთისგან. 

ჩვენ კლიენტებთან კომუნიკაციის მარტივი საშუალება გვაქვს. თქვენი საიტის პროექტს ვარეგისტრირებთ პროექტების მართვის Agile სისტემაში.

შემდეგ, მეილზე მოგდით ID  და პაროლი. კონკრეტულ ბმულზე გადასვლის და ამ მონაცემების შეყვანის შემდეგ, მთელი სამუშაო პროცესი იშლება თქვენ წინ. შეგიძლიათ  თვალი ადევნოთ საიტის დაზადების პროცესს სისტემაში. შეიტანოთ თქვენი კორექტირებები, ატვირთოთ / ჩამოტვირთოთ საჭირო ფაილები და ა.შ.

მნიშვნელოვანია აღსანიშნოს, რომ საიტის გაკეთება კომპლექსური პროცესია, რომლესაც საგრძნობლად ეფქტურს ხდის დროული საქმიანი კომუნიკაცია თქვენს და ჩვენსა  შორის. ასევე სხვა სტეიკჰოლდერებს შორის თუ ეს გათვალისწინებულია ხელშეკრულბის პირობებით.

გამოცდილბამ გვაჩვენა, რომ დროული და ეფექტური კომუნიკაცია,
 ყოველთვის დადებითად აისახება საბოლოო შედეგებზე. 

თქვენ მიერ შეკვეთილი ვებ-საიტი, მისი დასრულების შემდგომ ხდება თქვენი (ფიზიკური ან იურიდიული პირის) საკუთრება.

ვებ-საიტის შექმნა და მისი ჩაბარება სტანდარტულად ხდება ხელშეკრულების გაფორმებისა და მისი შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. მას შემდეგ რაც დამკვეთი (ან მისი წარმომადგენელი ტექნიკური პირი) შეამოწმებს და დაადასტურებს შესრულებულ სამუშაოს.

ვებ-საიტის გადაცემა ნიშნავს მისი შემადგენელი კომპოენტების,- (მონაცემთა ბაზა + ფაილები) სრულ რესურზე წვდომას გადმოწერა / კორექტირების უფლებით. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ თქვენ შეძლებთ თქვენი საიტი გადმოწეროთ და გაუშვათ თქვენს ლეპტოპზეც კი.

საიტის ჩაბარების შემდეგ, ჩვენი კომპანია სტანდარტულად რამდენიმე თვის განმავლობაში ვუზრუნელყოფთ უფასო ტექნიკურ მხარდაჭერას.  ტექნიკური მხარდაჭერისთვის, შედით  პროექტების მართვის Agile სისტემაში თქვენი ექაუნთით.

თუ ეს ვადა გასულია, მაშინ შეგიძლიათ დაგვეკონტაქტოთ სტუმრის დახმარების ბარათის მეშვეობით. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ გაგიწიოთ ინფორმატიული დახმარება და უფასო კონსულტაცია.

დომენი, თქვენი საიტის ინტერნეტ მისამართია. რომელსაც თავად ირჩევთ თქვენი ბიზნეს საჭიროებებიან გამომდინარე. 

ქართული (.ge) დომენი ხელმისაწვდომია თუ არა შეგიძლიათ შეამოწმოთ აქ: 

საერთაშორისო დომენის არჩევა შეგიძლიათ აქ:

ქართული (.ge)  დომენის შეძენის წლიური საფასური სტანდარტულად 30 ლარია. ეს ფასი ვრცელდება 3 და მეტ სიმბოლოიან დომენებზე. დომენი უმჯობესია შეიძინოთ მანამ, სანამ ვებ-საიტის დამზადებას გადაწყვეტთ.

ჰოსტინგი კონკრეტული მონაცემების და სიმძლავრის სერვერია სადაც უნდა განთავსდეს თქვენი ვებ-საიტი რომ მასზე განთავსებულ ინფოზე წვდომა გვქონდეს 24/7-ზე. ჰოსტინგის საფასური საჭიროების მიხედვით ვარირებს, მისი ფასი როგორც წესი იწყება თვეში 10 ლარიდან 

ჩვენ ვმუშაობთ პრაქტიკულად ყველა პოპულარულ CMS- ზე, როგორიცაა : Wordpress; Joomla; Drupal. ასევე ვიყენებთ ფრეიმვორკებს: Laravel; Codeigniter; Symfony.

ფუნქციების შესახებ

ვებ-საიტის შექმნა მინიმალური - საბაზისო ფუნქცებით გულისხმობს: რომ თქვენ ადმინ-პანელიდან მარტივად შეძლებთ: სტატიების წერას, ფოტო-ვიდეოების ატვირთვას, გალერეის აწყობას, საკონტაქტო და მარტივი აპლიკაციის ფორმების შემქნას.

მინიმალურ ბიუჯეტში ასევე გათვალისწინებულია რამდენიმე დამატებით ფუნქციის ჩაშენებას თქვენი სურვილისამებრ.
დიახ, ცხადია ვებსაიტის გადაკეთება და შესაძლებელია მისთვის ფუნქციების დამატება.

თუმცა როგორც მშენებელმა საჭიროა თავიდანვე იცოდეს რამდენ სართულიანი სახლი სურს დამკვეთს, რომ მისი მიხედვით გააკეთოს სარიძკველი.

ზუსტად ასევე, უმჯობესია ჩვენც  თავიდანვე ჩაგვაყენოთ საქმის კურსში რისი დამატება გსურთ წლების შემდეგ. ეს აგაცილებთ თავიდან დამატებით ხარჯებს და სირთულეებს.

გთავაზობთ საიტის ფუნქციების ჩამონათვალს, რომელებიც შედარებით ხშირად ჭირდებათ ჩვენს კლიენტებს: 

  • Google Analytics Facebook Pixel.
  • ე.წ. ჩათები (WhatsApp, Messenger, Callback).
  • ანალიტიკა - Google Analytics, GTags, Facebook Pixel.
  • ავტორიზაცია SMS-ით ან სოც. ქსელით (Google-ით, Facebook-ით შესვლა) კითხვარები (მაგალითდ კურსზე რეგისტრაციის და ვაკანსიების შესავსები ფორმები).
  • SEO ასისტენტები გამოკითხვები.
  • ტესტები (ქვიზები).
  • ლოკალური Google ძებნა.
  • კომპლექსური ლოკალური ძებნა.
  • რუკებისა და მარშრუტიზაციის სისტემა.
  • Firewall - დაცვის სისტემა ანტისპამი Google reCAPTCHA.
პ.ს. საიტის გაკეთება ასევე გულისხმობს eCommerce სისტემებს (რომელიც ჩამონათვალში განგებ არ არის). დამატებითი ინფომრაცია საიტების შესახებ  რომელიც უკავშირდება გადახდის სისტემებს. მაგ: ონლაინ მაღაზია, სასტუმროს, რესტორნის ჯავშნის სისტემები და ა.შ. მათ შესახებ დეტალური ინფორმაცია შესაბამის E-commerce გვერდზე.
საიტის დასრულების შემდეგ, თქენ გადმოგეცემათ საიტის სამართავი პანელი სადაც გექნებათ  მთავარი ადმინის ( Root Admin )  ფუნქცია ანუ შეძლებთ თქვენი საიტის სრულად მართვას, ფოტო - ვიზუალური მასალისა და ტექსტების ცვლილებებით დაწყებული უფრო მასშტაბური ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობის ჩათვლით!

ვებსაიტის ფასები

ვებ-საიტის შექმნის ფასები ჩვენთნ იწყება 1000 ლარიდან. ის დამოკიდებულია ფუნქციონალზე, დიზაინზე და შესრულების დროზე.

თუ თქვენ მეტ-ნაკლებად იცით როგორი ვებსაიტის დამზადება გსურთ, მაშინ საორიენტაციო ფასის დასადგენად შეგიძლიათ ისარგებლოთ "საიტის ფასის კალკულტაორით".

ხოლო, თუ ჯერ მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა გაქვთ, უმჯობესია ახლავე დააწვეთ ღილაკს "მოითხოვე ზარი" და დაამზადე ვებ-საიტი საუკეთესო პირობებით. ჩვენ გაგიწევთ ღირებულ კონსულტაციას გაგიწევენ, რა თქმა უნდა უფასოდ :) .

შეავსეთ ყველა აუცილებელი ველი

შეიყვანეთ თქვენი სახელი
გთხოვთ შეასწოროთ მობილურის ნომერი

 

მოკლე პასუხი: დიახ შეგიძლიათ.
- მაშინ, ღირს კი გადავიხადო ფული იმაში რისი მიღებაც უფასოდ შემიძლია!?
- წარმოიდგინეთ, რომ web დეველოპერული კომპანია არის რესტორანი რომელსაც თქვენ მიაკითხეთ.
თქვენი აზრით რა ქვია კერძს, რომელსაც ის უფასოდ და რეგულარულად შემოგთავაზებთ?
დიახ, თქვენ გამოიცანით ეს არის მინიმალური "კერძი" რომელსაც წყალი ჰქვია.



ზემოთ მოყვანილი ანალოგია ნიშნავს რომ თუ თქვენ გჭირდებათ საიტის მინიმალური ვერსია. მაგალითად საკურსოსთვის, სტუდენტური პროექტისთვის და ა.შ. მაშინ ნამდვილად ღირს დაზოგოთ თანხა. თუმცა, თუ თქვენ აპირებთ საიტი გამოიყენოთ კომერციული მიზნებისთვის ამ შემთხვევაში აუცილებლად მოგიწევთ გარკვეული ხარჯის გაღება. 

თუ აპირებთ ვებსაიტის დამზადებას უფასოდ და არ იცით საიდან დაიწყოთ, გაეცანით ჩვენს სტატიას საიტების უფასოდ შექმნის შესახებ.
სტანდარტული ხელშეკრულებით საიტის დამზადების საფასურის გადახდა ხდება ორ ეტაპად. დასაწყისში 50% და საიტის დასრულების შემდგომ დანარჩენილ ნახევარს (50%-ს).
დიახ შესაძლებელია, თუ ხელშეკრულება ფორმდება იურიდიულ პირთან (შპს, ააიპ, სსიპ, სს და ა.შ.). ფიზიკური პირის შემთხვევაში ყოველი ქეისი განიხილება ინდივიდუალურად.

ჰოსტინგების მინიმალური პაკეტის ფასი იწყება 10 ლარიდან თვეში და იზრდება მოთხვნის შესაბამისად. როგორც წესი ჩვენ ჩვენს კლიენტებს, ვთავაზობთ უფასო 1 წლიან ჰოსტინგს. თუ კონკრეტული შეთანხმება განსხვავებულ პირობებს არ ითვალისწინებს. 

სტანდარტულად, საიტის გაკეთება  ხდება მზა დიზაინის საშუალებით, რომელსაც თქვენთან ერთად თემატურად საჭიროების მიხედვით ვარჩევთ და ვარგებთ.  ამ შემთხვევაში, საიტის დამზადების ჯამური ფასი არ იზრდება. ხოლო, თუ თქვენ ირჩევთ უნიკალური დიზაინს,  მისი ფასი დამოკიდებულია დიზაინის სირთულესა და კომპლექსურობაზე. 

უცნაური კითხვები

ჩვენ ორიენტირებული ვართ იმაზე რომ ჩვენმა ნამუშევარმა სარგებელი მოუტანოს დამკვეთს იმგვარად, რომ სულ ცოტა არ ავნოს საზოგადოებას. შესაბამისად, ჩვენი კომპანია არ ამზადებს გემბლინგ (Gembling)  ტიპის საიტებს.

მოგეხსენებათ, საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია +18 პორნოგრაფიული კონტენტის შექმნა-გავრცელება. შესაბამისად, ჩვენი კომპანია უარს ამბობს დაამზადოს  საიტები რომლებიც ხელს შეუწყობენ +18 კონტენტის გავრცელებას.
ბოლო დროს გახშირდა ფინანსური მაქინაციების ფუნქციონალის მქონე საიტებზე მოთხოვნა. ეს რა თქმა უნდა აზარალებს ადამიანებს რომლებიც კარგად არ არიან გათვითცნობიერებული ფინანსურ ოპერაციებში.

ჩვენ უარს ვამბობთ ისეთი საიტების დამზადებაზე რომლის ფუნქციონალიც შეიცავს მაღალ რისკებს საეჭვო ფინანსურ გარიგებებთან დაკავშირებით. ამიტომ ასეთი ქეისების შეფასება ხდება ინდივიდუალურად, სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე რის შემდეგაც კომპანია იღებს გადაწყვეტილებას შეასრულოს თუ არა დამკვეთის მოთხოვნა.  

Copyright ©2025 TEST-საიტის დამზადება | ციფრული მარკეტინგი | ვიდეო რეკლამა